Litclub.ge

რად მინდა ქვეყნად ცხოვრება
რად მინდა ქვეყნად ცხოვრება
თუ ის ვერა ვსთქვი, რაც მინდა,
შენი ზრუნვა და ფიქრები -
შენი დუმილი, მთაწმინდა.

სჯობს დავიწყებად ჩაჰკირო
გული, სპეტაკი და წმინდა -
მერანი უუნაგირო
თუ ერთ მწვერვალზე გაყინდა.

არა, გაჰფრინდეს მერანი,
როგორც სხვა რაში გაფრინდა,
აბჯართ იქმიან ჟღერანი,
დღეს სხვა ხმაური რად გვინდა.

1941