შემოდგომის ცა. ფრინველები
ზღვას გაჰკივიან.
ზღვას გაჰკივიან ფრინველები
უცხოდ, უმწეოდ.
რაც ცა უმზეოდ - დედამიწაც
დღეს იგივეა...
გემიც უშენოდ იგივეა -
რაც ცა უმზეოდ.
რა დიდებული, ძველებური
აივანია:
აქ შეგვიძლია მოგონება
შემოვიშენოთ,
ბევრი კარგი დრო ამ ადგილას
გვიტარებია...
რაც დღე უმზეოდ, იგივეა
გემი უშენოდ...
1940