Litclub.ge

* * * თუნდაც მშიერი პოეზია...
თუნდაც მშიერი პოეზია,
თუნდაც ტიტველი,
მუდამ იმარჯვებს, თუ ის არის
მოუსყიდველი.
მაგრამ N...ის პოეზია
მდიდრად დიდგული -
მაინც იმარჯვებს, თუმც ყალბია
და მოსყიდული.

1940