Litclub.ge

ჰეინეს სტრიქონის გამო
რომანტიული
ქნარის წკირაში
ნირშეუცვლელი
იყო გალობა:
ბედნიერება
არის მირაჟი,
უბედურება
კი რეალობა.

უბედურება -
სწუხდა ჰაინე -
დინჯი, მოხუცი
არის ქმნილება,
თუ ერთი გნახა
და მოეწონე,
სიკვდილის დღემდე
ქნარს გეცილება,

ასეა, ასე:
მხოლოდ სიზმარში,
სიუბრალოე
და სიადვილე -
უბედურება არის მირაჟი,
ბედნიერება
კი სინამდვილე.

მე არას ვიტყვი:
ბევრის ვარ მოწმე
უბედობით და
ბედნიერებით;
პირად საკითხში
ამ ორი მოძმის -
ნურავინ ქვეყნად
ნუ ჩაერევით!

1940