Litclub.ge

* * * ვით მეომარმა...
ვით მეომარმა
ხმალი დაჰპიროს
და ელვარება
უჩვენოს მზეზე,
ისე ამ ქუჩას,
ამ სანაპიროს
შუაგულს ხიდი
წამოდგა ზეზე,
და მიმითითებს
ლუვრს, სადაც ამ დროს
რაფაელია
და ვერონეზე.

1940