Litclub.ge
დაბრუნებისას
თვალმოუწმენდი
ლექსებს ვუსმენდი -
სად მონუმენტი
სდგას დიდზე დიდი.
მიმყავდა გემი
და ნუგეშმცემი,
ოცნება ჩემი
ეფემერიდის.
1940