Litclub.ge

* * * უღრმესს, ურთულესს...
უღრმესს, ურთულესს,
მწველს შეეჩვია
განცდებს მახვილი
და მკვეთრი ჩანგი;
სხვისთვის რომ შრომა
მხოლოდ ეჭვია,
ჩემთვის ქმედითი
არის უზანგი.

ახალი გრძნობა
მოვარდა მიწად,
ახალი ქვეყნის
შენების გრძნობა,
მე უფრო ნათლად
და უფრო მტკიცედ
მესმის დიადი
სიტყვა: გმირობა.

ამ გრძნობას მოაქვს
რაც დიდხანს მალა,
თავისუფლების
დინება დიდი -
შეუჩერებლად
მბორგავი ძალა:
ძალა უძლევი,
ძალა ქმედითი.

1940