Litclub.ge

იცოდეს ყველამ
ყველა საომრად
გავიდეთ, რომა
შემდეგ ვისუნთქოთ
მშვიდობის ზეცა,
რომ სიმღერებად
ვაქციოთ შრომა,
რამაც სიცოცხლე
გაგვიორკეცა.

იცოდეს ყველამ,
რომ გამარჯვება
ადგას ამ არეს
და ყოველს ხედავს:
მომავალ სოფელს,
მომავალ ქალაქს
და მშენებლობით
აგზნებულ მხედარს.

1940