Litclub.ge

* * * მახსოვს, როცა მხატვრებს...
მახსოვს, როცა მხატვრებს ლხინი გვქონდა გამოსათხოვარი,
საზეიმო დარბაზებში შემოვიდა მათხოვარი.
რაინდულად კედლისაკენ გაიშვირა მავნე ხელი,
განაცხადა: ჩამოხსენით გოია და ბოტიჩელი.

სურათები კედლებიდან მაინც არვინ არ ჩამოხსნა -
მხატვარმა ის ვერ გაიგო, აზრი მისი კი გამოხსნა
და თავმდაბლად მას მეორე აუსრულა სათხოვარი:
იქვე აპოლონის გვერდით გამოხატა მათხოვარი.

იმასაც ხომ სახე ჰქონდა - თვისი, არა ნათხოვარი!

1940