Litclub.ge
* * * ეხლა ის დრო არი...
ეხლა ის დრო არი,
როცა მედგარ მხატვრებს
კვლავ უღვიძებს ქნარი
გულში ჩაკლულ ნატვრებს.
ეხლა ის დრო არი,
როცა, თუმცა ძლივას,
ბურუსში და ქარში
ხედავ პერსპექტივას.
1936