Litclub.ge

ქართლო

(„....ესე ქვეში (სოფელია ქართლში - ..) სრულიად

უსჯულოთაგან ამოწყუედილი და აოხრებული არს...

არა თუ სულიერი კაცი იპოებოდეს, ყოველივე შენებულება არა იპოების

1443 . სიგელი თაყა ზედგინიძისა               

 

„...გებრძანებინათ, კასპსსა შენობას ვაპირობთო...

კასპელი კაცი სადღა არის სულ ამოწყვეტილა“.  

                1740 . წერილი ამილახვრისადმი.) 

 

ვინ დაგაღამა, ვინ დაგასისხლა,

და შენს აკლებას, ცემას, გვემათა,

ამოწყვეტილო, გავერნებულო,

ვისი რა ტანჯვა გადაემატა

 

მაგრამ არ შესწყდა ერდოში ბოლი,

თუმცა სიკვდილმა მრავალგზის ჰკრძალა;

შენ გაგიმარჯოს დაუძლეველო,

ქართლის ცხოვრების სიცოცხლის ძალავ!..

1940