Litclub.ge

* * * ძველ დღეებზე რაოდენ ფიქრს იტევ...
ძველ დღეებზე რაოდენ ფიქრს იტევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
არ იქნება, რომ გამრთელდე კიდევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.
დაისვენე, თავი ბალიშს მიდევ,
სამუდამოდ ჩატეხილო ხიდევ.

1935