Litclub.ge
* * * შენ მოელოდი - არა?..
შენ მოელოდი - არა?
ისიც მოვიდა - არა?
შენც გაგიხარდა - არა?
მასაც, გამხნევდა - არა?
ერთად წახვედით - არა?
შენ მას ჰკოცნიდი - არა?
მაშ, რაში არის საქმე,
სთქვი, ქალბატონო, კმარა!
მაინც უარობ? განა,
ასეთი არის ხანა...
1931