თუ ყურს დაუგდებ
საათის ტიკტიკს,
წუთები შლიან
რეფლექსს, იგავებს,
ყოველ მღვრიე და
საზიზღარ ინსტიკტს -
ბორდოს სმაში რომ
თავს ვერ იკავებს.
მუდმივ სიმშვიდის
ნავთა საყუდი,
მოვიდა, იგრძნო
და შეირიგა.
ბერლინის ბსკერით
სულ შენახუთი,
მხეცის ბრჭყალებში
მყოფი ლირიკა.
1930