Litclub.ge

აჭარისტანის რუქა მრავალ ხვეული ხაზით
ვეღარ ვიცანი
ნაცნობი ტანი,
როცა თვალწინ გაიშალა
აჭარისტანი!
ბიჭო, მარალე,
ნუ გვეზარალე...
მხიარული შემოსძახე
ჰარი ჰარალე.
არც გეცილები,
ნურც მეცილები -
ჩვენი არის ეს ახალი
გზატკეცილები.

1930