აი, ფანჯარა იმ სახლის,
დაუვიწყარი ფანჯარა -
რომელთა დღეთა სიახლის
ჩემს გულში არა დარჩა-რა.
სამუდმოდ ამიერიდან
დახურულია ის კარი,
საიდან მფენდა ნათელსა,
ამომავალი ცისკარი.
გზებს მარტოობა ჰფენია,
ზღვას ხმაურობა დაღლია,
წინად სასახლე მეგონა -
თურმე უბრალო დახლია.
1930