ციკლიდან „პაციფიზმი“
ზღვისპირს დასახლებულხართ...
შვებით ვით არ ვიქნები,
რომ გავიგე: თანა გაქვთ
ყველა ჩემი წიგნები.
თქვენ ჩემს საღამოებზე
სხვა, გულწრფელი გაგებით
მოდიოდით ყოველთვის
თქვენი ამხანაგებით.
სად არიან ისინი?
თუმც, რა საკვირველია,
მას აქეთ უმძაფრესი
ოცდაათი წელია.
1930