Litclub.ge

* * * ეხლაც ბევრი სწერს ფერდზე...
ციკლიდან „პაციფიზმი“

ეხლაც ბევრი სწერს ფერდზე
გადაყვავებულ ტყემლებს,
უუნებობის მკერდზე
რომ გადაღვრიდა ცრემლებს.
თითქო მის ახლო ძევდეს
გადატეხილი დაშნა
და ცისარტყელა სევდის
იმ თაიგულთან დაშრა.

1930