Litclub.ge
* * * მათ ბევრი ჰყავთ ხელოვანნი...
ციკლიდან „პაციფიზმი“
მათ ბევრი ჰყავთ ხელოვანნი,
განა მარტო როდენი?
მათ ახარებსთ სულიწმინდა
და მადონნას ლოდინი.
ამბობს: მხოლოდ გრძნობა მინდა
და მზე მცირეოდენი,
ცოტა - ქარის ოდენი,
ცოტა - ნეკის ოდენი!
1930