ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
რიონჰესი თავბრუდამხვევი
გატაცებაა
რევოლუციონურ
ეკზალტაციით
გაჭრილ
საქართველოსი.
რიონჰესის ენა შეერთებულია
ჩვენს გულისთქმასთან.
ჩვენ გვინდა
ვიყოთ ისეთივე მოძრავი,
როგორც რიონჰესია,
თვით ცხოვრება
(რიონჰესს ვინ გამოჰყოფს
ცხოვრებისაგან).
საქართველო ჰქმნის
ახალ ფორმებს ცხოვრებისას
რიონჰესის ესკავატორებით.
საქართველო ჰქმნის
ახალს მტკიცე სიტყვებს
რიონჰესის
მთავარი ჯებირებით.
საქართველომ მონახა
ახალი ხმები და სახეები
რიონჰესის
მოცელქე ლამფებით.
საქართველო
გაგიჟებით დააწაფებს
სიახლეს მოწყურებულ
ახალგაზრდობას
ახალსა და უშრეტს
ენერგიას.
1930