Litclub.ge

წყალს იქით რომ ერთი სახლია...
ციკლიდან „ეპოქა“

დავბრუნდეთ ხანდახან ალვებთან.
ჩვენს თვალწინ იგივე ველია,
სადაც ჩვენ ოდესმე ვმღეროდით:
დელია, დელია, დელია.

წყალს იქით რომ ერთი სახლია
და მთების მაღალი ყელია,
ის, ასე მგონია, ახლოა -
დელია, დელია, დელია!

ლიხს იქით რომ ერთი ალია,
- ანთია, მზესავით მწველია,
ჩვენ დილას ვეძახით ალიონს,
დელია, დელია, დელია!

1928