Litclub.ge

დღემ გაიარა
ციკლიდან „ეპოქა“

დღემ გაიარა, დღემ გაიარა,
ლაქადან ლაქას, ფერიდან ფერზე,
არც უჩვეულო შრიალებს ქარი,
არც ავი სული ხრიალებს სერზე,
არც ფერიაა, რომ სასიამო
ამბავი ჰქონდეს - რწმენა სიმტკიცის.
დღემ გაიარა, ისვენებს შრომა,
და მომავალიც მან შრომის იცის.

1928