Litclub.ge

ცელი კივის
ცელი კივის და ველები,
სურნელება დადგა თივით.
თივას თიბვენ მთიბველები,
ცა ლურჯია გუმბათივით.

დროს არ უყვარს დიდხანს დგომა
და ყვავილებს ართმევს დიბას,
მალე მოვა შემოდგომა
და ყველაფერს გადათიბავს.

1926