Litclub.ge

შრიალებს ჩალა
შემოდგომაა... შრიალებს ჩალა,
აჩალეს ჩალა, ზიდავენ შეშას,
როგორ აფიქრებს სამშობლო ჭალა
ჭაობის ვარდებს, დასილულ ნეშოს.
შემოდგომაა... დაყრუვდა შარა,
მოვიდა წვიმა, დამძიმდა ზვინი;
მოვა თუ არა, მოვა თუ არა? -
ოხვრით კითხულობს ცეცხლის შიშინი.

1927