Litclub.ge

ცხენით ხიდზე
ცხენი მიანგრევს ხიდეებს ჩლიქით,
მაგრამ უეცრად სცქვიტა ყურები,
მისი თვალები აივსენ - იქით
ადამიანურ უბედურებით...
მის თვალწინ გაკრთა მსუბუქი მწკრივი:
ეთამაშება ნაკადებს თევზი.
იყო მხედარი - ჩვეულებრივი -
კაცი - ვით კაცი, და არა ზევსი.

1927