Litclub.ge

ტყე
ტყე. მთვარეზე ნავის
დღე ჟინია,
დათვს თავისი თავის
ეშინია.
ყოველივე საგანს
ეშინია.
სცივა გადანაქანს
ტყეში ნიავს.
ყოველივე საგანს
ადგილი აქვს,
თვით ნიავთაგანს,
ბილიკს.

1927