Litclub.ge
მივალ, გადავკოცნი
მივალ, გადავკოცნი
ჩემსა მთვარესა,
სიტყვებს გადავტყორცნი
მწარე-მწარესა.
გიშრის კაკანათებს
ნუ ჰფენს ქარებსა,
ასე ნუ ანათებს
ჩემს ბნელ ღამესა.
მივალ, გადავკოცნი
ჩემსა მთვარესა,
უარესს გადავტყორცნი
სიტყვებს მწარესა.
1927