Litclub.ge

* * * აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე...
აჩრდილი ჩუმი და მოთარეშე,
უცნობი მზისთვის,
ყოველ ქვეყნის და დროის გარეშე
ცხოვრობს თავისთვის.
საღამო მშვიდი აძინებს მხეცებს,
ეხლა თავიდან
აჩრდილი მზიან ადგილებს ეძებს,
მზე კი ჩავიდა.

1927