Litclub.ge

მუხები
ვაზები გახმა, აღარ მოაქვს ნაყოფი ხეხილს,
გადაუვლია აქაც ქარტეხილს.
მაგრამ შეხედე: ძველისძველი დგანან მუხები,
რაც ბერდებიან, ემატებათ თითქო სიახლე.
მომავლისათვის სიახლე აქვთ ხელშეუხები -
ახალ ქართათვის აგებული მძლავრი სასახლე.

1925