ახალი ჰანგი ენატრება ცას უკანკელოს,
მე ვგრძნობდი მაშინ, რომ სტოვებდა ზეშთაგონება -
თვით მურილიოს, კაელიოს, თვითონ ანგელოზს...
სად იყო სმენა და გაგონება?
პოეტი მასსა, ხალხთა კოშკის დღეს უწინარეს
გადასცქეროდა ბოროტებას განარინდები,
თვალგადაუწვდენ ორმოებში სისხლის მდინარე
და ტრანშეების მიდიოდა ლაბირინტები...
1925