Litclub.ge
რა ღრიანცელში ვიდოდა გემი
დაღამდა, ნისლი გადეკრა შარას,
ტყეს დაეფარა ღამის ბლონდები,
მაგრამ გახედავ მთების იარას
და უსათუოდ მოგაგონდები.
რა ღრიანცელში ვიდოდა გემი,
რა საშიშარი იყო ტყე-ველი,
ყველგან, ყოველში მარხია ჩემი
სულის ნაწილი შეუმჩნეველი.
1925