Litclub.ge
ეჯახებიან პლანეტები ერთი მეორეს
რბიან დღეები. სული დაეძებს უშორეს ხაზებს,
სივრცეებს მზეთა უშორესთა სპექტრო ანაზებს,
მე ვცხოვრობ გულით შფოთიანად მცემარეთ შორის,
რომელმაც დაგმო სიმშვიდეთა მკრთალი სახება...
იქ სიმძაფრეა და შეძახება:
ეჯახებიან პლანეტები ერთი მეორეს.
1925