Litclub.ge

სიხარული ბრძოლაში
თვალებს აღარ უქრება ცეცხლიანი ბუგრები,
ვიცი, რად მემუქრება, ვიცი, რად ვემუქრები,
ციდან იასამნამდე ღამე უცდის ალიონს,
ვეუბნები დამნებდეს, დაცხრეს, მოინანიოს.
ვკლავდე, სისხლით ვღებავდე - მაინც უნდა შემებას,
მაინც გათენებამდე არ ვგრძნობ უედემობას.

1925