Litclub.ge
* * * მოგონების ნაზი მტვერი...
მოგონების ნაზი მტვერი
ანთებული ლალის ჭიქით,
ნისლში გაქრა ყველაფერი,
ყველაფერი დარჩა იქით.
და იქ სადაც ელვებს შვენის
ხავერდები გობელენის,
მთა და ბარი შევაჯერე -
დაყენება მსურდა ცხენის -
მაგრამ ვეღარ შევაჩერე.