Litclub.ge

ო, გადავეშვათ უფიქრებლად
ო, გადავეშვათ უფიქრებლად ზღვების თამაშში,
ნუ გეშინია, არ დავკარგავთ გზას აკლდამაში.

ჩვენ დაგვიკარგავს ჩვენი გულის ხმა შორეული,
ათასი ხმიდან მხოლოდ ერთხელ ჩამორეული;

ათას სიტყვაში მხოლოდ ერთი მწუხარეს ბაძავს,
რაღაც კარგზე და მშვენიერზე ატარებს ძაძას.

1925