Litclub.ge

დღემ გაიარა
მადლობა დიდი! დღემ გაიარა,
საღამოს ზარი ისმის შორიდან,
მზემ დასავლეთი დააიარა
გადმოფენილი მთა და გორიდან.
ოჰ, ყველაფერი გაჰქრა ქარივით,
სულო, ოცნებას ვეღარავის ჰფენ,
მოსილი ჩრდილთა ნასიზმარევით
დავრჩით ქარივით ისევ მე და შენ...

1921