Litclub.ge

ფა-ფუ…
ხელისგულიდან ყვავილის ფურცლებს
თუ თოვლის ფანტელს ფაფუკს
სულის შებერვით შენ აქრობ უცებ 
და შემომძახი: ფა-ფუ

მალე, ვით ზღვაში დაფლეთილ აფრას
ქარი დაჰბერავს ბაბუს... 
ხელისგლივით დახედავ საფლავს 
და ჩუმად იტყვი: ფა-ფუ!..