Litclub.ge
იღება თოვლის საკანი.
იღება თოვლის საკანი,
ისევ წყალობით ღმერთის
და ჰა, აპრილის აკვარელს
ცვლის საღებავი ზეთის,
ზაფხული დარდის ნაკვალევს
ამსგავსებს მრავალწერტილს...
ისე თავდება ცხოვრება,
ვერ მოიცალე ჩემთვის...