Litclub.ge

ანძები
დაუნდობელი ქარით ნარენი
და დაწეწილი, როგორც წვიმები,
ვით დაღალული სერაფიმები,
ჰქროდენ ანძები მგლოვიარენი.

არ მეშინოდა, გზას არ აურევს
ცისფერ ხომალდის სველი ფერდები,
„მიწა!“ - აღმოხდათ გულს მეზღვაურებს,
მაგრამ მე მაინც არ შევჩერდები.

1918