Litclub.ge

მე მოვალ
ძვირფასო, ძვირფასო, ბედი კლავს ჩემს სხეულს,
თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები.
ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს
ვიღაც ფრთებს მიკვეცავს... ეჰა, ვიტანჯები!

ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან
ძახილი უცნობი. მსუბუქი ცისმარი:
„მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოვიტან,
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ - სიზმარი!"

1915