Litclub.ge
გვიანი ოცნება
წიგნი ვედრებიანი,
ალოცება სატანის,
და ოცნება გვიანი
ვილჲე დე ლილ-ადანის.
ხშირად მომეფარების
ჩემი კარგი ზმანება
და მტანჯავს მწუხარების
ყელით გადაქანება.
ლურჯი, ლურჯი დღე არის,
განშორების დღე არის,
მე არ ველი უარესს...
1915