Litclub.ge

ყვითელი ფოთოლი (ბავშვობისას)
ბავშვობისას ყვითელ ფოთოლს მეძახოდნენ, ასე მახსოვს,
მამსგავსებდენ სევდიან ფერს ვნების ტბიდან ამონაქსოვს...

თქვენ სცდებოდით, მეგობრებო, მაშინ იყო ჩემში გული
გაზაფხულით მოელვარე და სიცოცხლით აღგზნებული.

მაგრამ ეხლა გული არ მაქვს, შავი ჩრდილავს სიცოცხლის ბროლს
და თუ ვგევარ, მხოლოდ ეხლა, სევდის ფოთოლს, ყვითელ ფოთოლს.

მალე დაჰკრავს ქარიშხალი, წარმიტაცებს, გადამლახავს,
სადმე ხრიოკს გადამიტანს და იქ მომცემს ობოლ საფლავს,

მხოლოდ ქარი შემოდგომის უსიცოცხლოს მეტყვის ზღაპარს -
თუ ვითა ჰკლავს ყვითელ ფოთლებს, თუ ვით უსპობს თავშესაფარს.

1915