Litclub.ge

სიახლოვე
ვიხსენებ, როგორ შემისრულე რახმანინოვის ელეგია... 
ქეთის 


შენ აქ ხარ; ფეთქავს მუსიკის გული ირეალურ ალაგივით,
სადაც ყოველივე იმსჭვალება დროში ნაგროვები ელეგიით..

რაც ახლა ფიქრში გახმიანდა თანდაყოლილი სიშლეგეა..
ვივსები გაცოცხლებულ სახეებით და ჩემში სულების ანშლაგია. 

სიტყვაში, თვალში, ჰაერშიაც, გულშიაც შენ ხარ დალექილი,
ახლაც მოუთმენლად გელოდები თმაგათეთრებული არლეკინი.

მაცოცხლებ შენი სიახლოვით - ჩემთვის შესრულებულ ელეგიით,
სადაც ვემალები საკუთარ თავს შენი მონატრებით შერეკილი.