ვუძღვნი ი. გრიშაშვილს
სევდიან გზაზე არრა მჯეროდა,
მე წყნარ სიმღერას მოვკარი ყური,
ეხლაც არ ვიცი, თუ ვინ მღეროდა,
ზღვა ბობოქარი თუ მწარე ქარი?
იქნებ ფერია გამოსალმების
ჰანგებში ჰქმნიდა ჰანგსა მწუხარეს,
არარა ვიცი, მხოლოდ ამ ხმების
ძებნაში მოვვლი სამშობლო მხარეს!
1911