Litclub.ge

ჰამლეტის ქნარით
ამაოა მთლად ცხოვრება, დრტვინვის წუთისოფელია,
წადი... წადი მონასტერში, მონასტერში, ოფელია!
ტკბილი ნანა სულს უთხარი, უბედობა ხატს აჩვენე,
დამაშვრალი სული, გული მონასტერში მოასვენე!
მაშ, შორს მტვერი, შორს, შორს მიწა! - ის ცის უარმყოფელია...
წადი... წადი მონასტერში! მონასტერში, ოფელია!..

1911