მე გულ-აღმა დავემხვე ამწვანებულ მდელოზე,
ტოტ-გაშლილმა ტირიფმა ჩრდილი გადამაფარა,
ფრინველთ გუნდი მღეროდა მწვანე სამფლობელოზე,
არ სცხრებოდა ჭრიჭინა, არც კალია პატარა.
ტოტთა შუა ელვარე ცისა სჩანდა ნაფლეთი,
ვუცქეროდი უმიზნოდ, ფიქრით გატაცებული,
სახეზე მეცემოდა ხით მოკვეთილი წვეთი,
განმკურნებელი გრძნებით შესვრილი, ავსებული.
გულს ისევე ეწვია სიმშვიდე და დატკბობა,
ისევ აღსდგა სიცოცხლე, ცრემლზე უსიამესი,
რაც წამართვა ცხოვრებამ შემაერთები გრძნობა,
მას ისევე მაძლევდა ლაღ ბუნების ალერსი.
დავივიწყე ცხოვრების უჟამური ტრიალი,
დავივიწყე მეგობართ მძულვარება და შური,
დავივიწყე სიცოცხლის ზღვაზე ტალღათ გრიალი,
ფიქრი მათი დამწველი, ქცევა მათი გველური.
1910