Litclub.ge
* * * დანისლულ მთის წვერს...
დანისლულ მთის წვერს თოვლი ედება,
თოვლი ედება ხევებსა და ბარს,
ყრუდ მოქვითინეს და ცივს ზამთრის ქარს
ავიწყებს მწარე სულისკვეთება
სუსხსა და ზამთარს.
1910