სადღაც მინახავს ქალის სახე კარგი და წრფელი,
არ მშორდებოდა დღეა ბადრი, თუ ღამე ბნელი.
ალერსის სიტყვებს ჩამჩურჩულებს ახლომდგომელი,
მაგრამ მარადის დაფარული, მიუწვდომელი.
ოჰ, დიდხანს, დიდხანს ვძებნე იგი და ვერსად ვპოვე,
ვიცი შორს არის, მაშ, რად მტანჯავს ეგ სიახლოვე?
1910