Litclub.ge
* * * გრძნობა აღელდა...
გრძნობა აღელდა, სული ამბოხდა,
გულმა გასტეხა სიწმინდის ფიცი.
და რაც ცამ წმინდა აპკურა,
დალეწა, დასწვა, გაანადგურა.
მთვრალი ვიყავი და აღარ ვიცი,
ეს დამესიზმრა თუ მართლა მოხდა!
1910