Litclub.ge
დადგება დრო სანატრელი
მთას მიეფარა
დღის მნათობელი
და შემოგვერტყა
გარშემო ბნელი.
უცებ დადუმდა
ყველა სულდგმული,
შეწყდა სიცოცხლე
და სიხარული...
გამეფდა ღამე
ბარად, მწვერვალზე
და ბოროტება -
სიმართლის ქნარზე,
მაგრამ დადგება
დრო სანატრელი
და მოგვინათებს
შუქი ცხოველი!
1908